ბრემ სტოკერი და მისი რომანი
"დრაკულა"
ვამპირებზე დაწერილ საშინელებათა რომანებს თავისი მკითხველი ჰყავს _ ბუნებრივია, მსგავსი ლიტერატურისადმი ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ვერ ექნება. ზოგს მოსწონს და სიამოვნებით კითხულობს, ზოგს კი _ ნაკლებად აინტერესებს. თუმცა, მიუხედავად პიროვნული არჩევანისა თუ გემოვნებისა, ნებისმიერ ჟანრში არსებობს კლასიკური, ფუძემდებლური, ე.წ. "საკულტო" წიგნები, რომლებიც ყოველ განათლებულ ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წიგნი გიჭირავთ ხელში...